ყველაფერი, რაზეც Google თქვენთვის მუშაობს

შედით თქვენს Google ანგარიშში, რათა თქვენ მიერ გამოყენებული Google სერვისების ყველა შესაძლებლობით ისარგებლოთ. თქვენი ანგარიშის მეშვეობით შეგიძლიათ არა მხოლოდ Google-ის ფუნქციების თქვენზე მორგება, არამედ თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მარტივად წვდომა, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.

გეხმარებათ

როცა სისტემაში შესული ხართ, თქვენ მიერ გამოყენებული ყველა Google სერვისი ურთიერთქმედებს და გეხმარებათ ისეთი ყოველდღიური ამოცანების უფრო მარტივად შესრულებაში, როგორიცაა, მაგალითად, Gmail-ის სინქრონიზაცია Google Calendar-თან და Google Maps-თან, რათა არასოდეს ჩამორჩეთ თქვენს განრიგს.

შექმნილია თქვენთვის

მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მოწყობილობასა თუ Google სერვისს იყენებთ, თქვენი ანგარიში გთავაზობთ თანმიმდევრულ ფუნქციებს, რომელთა მორგება და მართვაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

გიცავთ

თქვენი Google ანგარიში დაცულია უსაფრთხოების მოწინავე ფუნქციებით, რომლებიც ავტომატურად აღმოაჩენს და ბლოკავს საფრთხეებს, სანამ ისინი თქვენამდე მოაღწევს.

მუდამ მზად დასახმარებლად

მუდამ მზად დასახმარებლად

Google სერვისები — იქნება ეს Chrome თუ YouTube — უკეთ მუშაობს და უფრო სასარგებლო ხდება, როცა შესული ხართ სისტემაში. თქვენი ანგარიშის მეშვეობით ნებისმიერ მოწყობილობაზე ისარგებლებთ ისეთი დამხმარე ფუნქციებით, როგორიცაა, მაგალითად, ავტომატური შევსება, პერსონალური რეკომენდაციები და ბევრი სხვა.

პირადად თქვენთვის

პირადად თქვენთვის

თქვენი Google ანგარიშის მეშვეობით თითოეული Google სერვისი, რომელსაც იყენებთ, პირადად თქვენზე მორგებული იქნება. პარამეტრებზე და კონფიდენციალურობისა თუ პერსონალიზების მართვის საშუალებებზე წვდომისთვის, უბრალოდ, შედით სისტემაში ნებისმიერი მოწყობილობიდან.

თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის

თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის

თქვენს Google ანგარიშში შენახული მთელი ინფორმაციის დაცვა არასოდეს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, თითოეულ ანგარიშში ჩაშენებულია დაცვის ძლიერი საშუალებები და ხელსაწყოები, როგორიცაა უსაფრთოხების შემოწმება და Google პაროლების მმართველი.